logo_geo
eng_logo
სერბეთმა და მონტენეგრომ ერთმანეთს დიპლომატები გაუძევეს
- +

29 ნოემბერი. 2020. 10:54

 

 

სერბეთსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მიზეზი მონტენეგროში სერბეთის ელჩის, ვლადიმერ ბოჟოვიჩის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მონტენეგროს ხელისუფლების მიერ 1918 წელს მიღებული გადაწყვეტილება სერბეთთან გაერთიანების შესახებ ქვეყნის „გათავისუფლებას“ ნიშნავდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ელჩს მონტენეგროს შიდა საქმეებში ჩარევა დასდეს ბრალად და ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცეს. პასუხად, სერბეთი მონტენეგროს ელჩს, ტარზან მილოშევიჩს დაატოვებინეს.

 

სერბეთთან გაერთიანების შესახებ მონტენეგროს სკუპშინამ (პარლამენტი) გადაწყვეტილება 1918 წელს მიიღო. შეიქმნა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო, რომელსაც შემდგომში იუგოსლავია ეწოდა. საუკუნის წინ მიღებული გადაწყვეტილება მონტენეგროს პარლამენტმა 2018 წელს გააუქმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner