-
+
29 ნოემბერი. 2020. 10:59
დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. საკანონმდებლო ორგანის 33 მანდატისთვის 45 კანდიდატი იბრძვის. 32 მათგანი მოქმედი დეპუტატია.
პარლამენტის გარდა დნესტრისპირეთის მცხოვრებლები ე.წ. ქალაქის საბჭოებსაც ირჩევენ. საერთაშორისო საზოგადოება დნესტრისპირეთის დე-ფაქტო არჩევნებს არ ცნობს, მოლდოვის ახლად არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ კი რუსეთს რეგიონიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
წყარო :