logo_geo
eng_logo
ბრიტანეთმა „Moderna“-ს ვაქცინის კიდევ 2 მილიონი დოზა შეუკვეთა
- +

29 ნოემბერი. 2020. 11:15

 

 

ბრიტანეთის მთავრობამ ამერიკულ კომპანია „Moderna“-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 2 მილიონი დოზა შეუკვეთა. ამის შესახებ გამოცემა „The Telegraph“ წერს.

 

ჯამში გაერთიანებული სამეფო „მოდერნასგან“ 7 მილიონ დოზას მიიღებს, რაც 3,5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.

 

სულ ბრიტანეთს სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინების 350 მილიონი დოზა ექნება დარეზერვებული. 100 მილიონ დოზას ლონდონი „AstraZeneca“-სგან, დანარჩენ 250 მილიონ დოზას კი კომპანიებისგან „BioNTech/Pfizer“, „Novavax“, „Valneva“, „GSK/Sanofi“, „Janssen“ და „Moderna“ მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner