კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 76-ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 3 658-ს მიაღწია.
რეგიონში ეპიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა - 255, გურჯაანი-704, დედოფლისწყარო-326, თელავი-1030, ლაგოდეხი - 472, საგარეჯო - 355, სიღნაღი - 214 და ყვარელი - 303.
ამ ეტაპზე მკურნალობას 1 902 მოქალაქე გადის, აქედან 1 703 დატოვებულია ბინაზე, 30 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 169 კოვიდ-კლინიკაში.
კახეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში რჩება 2 344 ადამიანი, საკარანტინო ზონებში კი - 35 ადამიანი. ვირუსი სულ 1 655 პაციენტმა დაამარცხა.