-
+
29 ნოემბერი. 2020. 12:09
სინგაპურელმა ქალმა, რომელიც კორონავირუსით მარტში, ორსულობის დროს დაინფიცირდა, გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters, ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემი ექიმი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ანტისხეულები ბავშვს ორსულობის პერიოდში გადავეცი“, - განაცხადა დედამ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ქალს კორონავირუსის შედარებით მარტივი ფორმა ჰქონდა და დაახლოებით 2 კვირაში საავადმყოფოდან გაწერეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, შეუძლია თუ არა კოვიდ-ინფიცირებულ ორსულ ქალს, ორსულობის ან მშობიარობის დროს ვირუსის ნაყოფზე ან ბავშვზე გადატანა.
წყარო :