logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთში, ომში დაღუპული მეომრების საფლავებს პატივი მიაგეს
- +

2 ივლისი. 2016. 15:04


 

დღეს დუშეთში 1993 წლის 2 ივლისს დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონიდან დაღუპული მეომრების სახელების უკვდავსაყოფად სხვდასხვა ღონისძიებები ჩატარდა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ იმნაძემ, ამავე სამსახურის რეგიონალურმა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ბრეგვაძემ, გენერალმა დავით თევზაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სამხედრო საკითხებში პოლკოვნიკმა ალექსანდრე ბარბაქაძემ, დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პატივი მიაგეს დაღუპული მეომრების საფლავებს, სადაც სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.


ტამიშისთან ბრძოლის დროს დუშეთის ბატალიონმა 56 მეომარი დაკარგა. მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად ყოველი  წლის 2 ივლისს ტრადიციული ღონისძიება იმართება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner