ჩოხატაურში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. ახალგაზრდა წუხელ გვიან ღამით, ქვის სამტეხ საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.