logo_geo
eng_logo
მინსკში „მეზობლების მარშის“ მონაწილეები დააკავეს
- +

29 ნოემბერი. 2020. 15:08

 

 

მინსკში, სადაც ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს სახელწოდებით „მეზობლების მარში“, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

მათივე ცნობით, კოლონებად შეკრებილი ადამიანები მინსკის ეზოებიდან გამოდიან, რომლებსაც ბელარუსის დროშები უკავიათ და მსვლელობას აწყობენ მოწოდებით: „შემოგვიერთდით“. მსვლელობას ძალოვანები მიჰყვებიან. ცალკეულ რაიონებში წერტილოვანი დაკავებები ხდება.

 

საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომლის მონაწილეები არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვებას არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner