logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. „ბიოს“ 167 აბი ამოიღო
- +

3 მარტი. 2016. 10:07



შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ლაურა ჯ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ ხ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.


სამართალდამცველებმა ლაურა ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 124 აბი „სუბოქსინი", 28 აბი „მეტადონი", 8 აბი და აბის ნატეხი ე.წ. „ექსტაზი", რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5414 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე, ამოღებულია 7 აბი ე.წ. „ბიო", რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ტრიპტამინის ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს.


ნარკოლოგიური შემოწმებით ლაურა ჯ.-და ვახტანგ ხ.- სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, მე- 6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner