„სულხან მოლაშვილი მძიმე ხასიათის კაცია, უყვარს ოჯახი, თავისი ქვეყანა, უყვარს თავისი პროფესია და აღმერთებს მას, უყვარს ქართულად წერა და კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენასაც არანაკლებად ფლობს და საკუთარ თავს შეცდომად უთვლის, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება გადადო სხვადასხვა ფაქტორების გამო",- ამბობს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში - „რეპორტიორის თვალით..."
„ნიშნის მოგებით არავის არ ვეუბნები, მაგრამ მახასიათებს ძალიან დიდი ღირსება - ყოველთვის მიყვარდა ჩემი ქალაქი და ქვეყანა და კაცად მიმაჩნდა ის, ვისაც თავაწეული შეეძლო ქალაქში სიარული. ვეთაყვანებოდი ასეთ უფროსებს და ვიცი, რომ მეც ასეთად დავრჩები შემდეგი თაობისთვის, იმიტომ, რომ ცუდი მაგალითი არ მიმიცია... ცუდი საქმე არ მიკეთებია, და ეს უკვე ცოტა არ არის", - ამბობს სულხან მოლაშვილი.