logo_geo
eng_logo
ჩეხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი 3 დეკემბრიდან გაუქმდება
- +

29 ნოემბერი. 2020. 16:00

 

 

ჩეხეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი 3 დეკემბრიდან გაუქმდება.

 

„როიტერი“ წერს, რომ ჩეხეთში რესტორნები და მაღაზიები გაიხსნება, თუმცა სოციალური დისტანცირების, ასევე დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვების დაცვა კვლავ სავალდებულო იქნება.

 

„როიტერის“ ცნობით, ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გაუქმდება, თუმცა ბარები ისევ ათ საათზე დაიკეტება.

 

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, იან ბლატნი აცხადებს, გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფონზე მიიღეს.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში გამოვლენილია ინფიცირების 518 649 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 8 054-ს აღწევს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner