logo_geo
eng_logo
სომხეთის პრეზიდენტი: მთავრობა, რომელმაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა, უნდა წავიდეს
- +

29 ნოემბერი. 2020. 17:38

 

 

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები და ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირება ქვეყანაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით გამოწვეული კრიზისის გადალახვის ცივილიზებული გზაა. ამის შესახებ მან მოსკოვში სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ასეთი დიდი ტრაგედია ხდება, არის გადაწყვეტილება: მთავრობა, რომელმაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა, უნდა წავიდეს. თუკი პოლიტიკოსი ძლიერია, მას შემდეგ შეუძლია დაბრუნება. არის ცივილიზებული გზა - ვადამდელი არჩევნები, ეროვნული ერთობის დროებითი მთავრობის შემქნა“, - განაცხადა სარქისიანმა.

 

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ თითოეულ პარტიას თავისი მინისტრი ჰყავდეს მთავრობაში. სარქისიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის ფორმირება ყველასთვის პატივსაცემმა ადამიანმა უნდა განახორციელოს.

 

პრეზიდენტის თქმით, ამ მთავრობამ ნახევარი წელი ან ერთი წელი უნდა იმუშაოს, ახალ არჩევნებამდე, ვიდრე მოსახლეობა მანდატს ახალ ძალას არ მისცემს.

 

მანვე დასძინა, რომ ამავე პერიოდში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, კონსტიტუციის შესაცვლელად. ის ასევე ემხრობა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ხალხი ირჩევდეს და არა პარლამენტი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner