logo_geo
eng_logo
ნიგერიაში ფერმერებზე თავდასხმას 43 ადამიანი ემსხვერპლა
- +

29 ნოემბერი. 2020. 18:14

 

 

სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა ნიგერიაში ბრინჯის ფერმაზე თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მინდორში მომუშავე ფერმერები დააბეს და 43 მათგანს ყელი გამოჭრეს, 6 ადამიანი სერიოზულად დაჭრეს, კიდევ 6 კი გაიტაცეს. შემთხვევა ბორნოს შტატში მოხდა, სადაც „ბოკო ჰარამის“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები მოქმედებენ.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, ადგილობრივები ყვებიან, რომ პარასკევს ფერმერებმა განაიარაღეს და დააკავეს „ბოკო ჰარამის“ წევრი, რომელიც მათ „აწამებდა“.

 

ოქტომბერში ამ დაჯგუფების წევრებმა საირიგაციო მინდვრებში მომუშავე 22 ფერმერი მოკლეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner