ავტორი დიანა ლიპარტელიანი
„ტვ. პირველი“ სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს (მინისტრს!!!), მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს (უფროსს!!!) და ახლა უკვე არჩეულ დეპუტატს ედავება: თანაშემწედ შენი ნაცნობი რატომ დანიშნეო. მოადგილედ ან რომელიმე დეპარტამენტის უფროსად კი არა, თანაშემწედო. თანაშემწეს ვინ ნიშნავს კონკურსის წესით? თანამშრომელს, რომელიც დამსაქმებელზე ყველაზე მეტ ინფორმაციას ეუფლება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. თავისთავად, ნიშნავ ისეთს ვისაც კარგად იცნობ, ენდობი. კახიშვილმა რომ „თავის ხელში გაზრდილი“ ადამიანი წაიყვანა თანაშემწედ, ამის წარმოჩენა სკანდალურ ამბად რატომ უნდა გინდოდეს ჟურნალისტს ან ტელევიზიას?!
მერე ისანში თუკი ვინმე ნახეს მოძველბიჭო ყველას ჩამოუარეს. ერთი ეუბნება: კახიშვილი მარტო შორიდან მყავს ნანახიო. ჟურნალისტი მაინც თავისას აგრძელებს: მინასიანი კახიშვილთან ნაცნობობას ადასტურებს, მაგრამ მეგობრობას უარყოფსო.
შემდეგ კახიშვილს ჩაუსაფრდნენ სახლთან: მეზობლებს რატომ იცნობო, კარის მეზობლებზეა ლაპარაკი. ლამის, სადაც დაიბადა და გაიზარდა იმ უბნელებზე. დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში ვინც ცხოვრობენ. მერე ჟურნალისტი თავმომწონედ იციკლება და ყველა უბნის მოძველბიჭო ელემენტს ავტორიტეტებს ეძახის. კახიშვილი ეუბენბა: ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ ეძახით ავტორიტეტებს, ჩემთვის არ არიანო ავტორიტეტები, ავტორიტეტი შესაძლოა თქვენთვისა, ჩემთვის ავტორიტეტი ადამიანიაო.
ესაა მთელი სიუჟეტის მოკლე შინაარსი და ისე, მართლა „ტელეკომპანია პირველი“:
ცოტა ზედმეტი ტვირთი ხომ არაა „უბნის ბიჭებისთვის“ იმის დაბრალება: კახიშვილი თქვენი შეგროვებული ხმებით გავიდაო?!
კახიშვილი რომ ამბობს ჩემთვის ავტორიტეტი ადამიანიაო, ისე კი არ ამბობს, სიტყვის მასალად, მართლა ასეა მისთვის. აბა ეძებეთ მასზე აუგის მთქმელი თუ იპოვით. (ისე, რომ გეპოვათ ვინ დაგასწრებდათ რომ არ გამოგეჭენებინათ). ჰოდა, მის უბანში ის კი არ უკვირს ვინმეს რომ გაიმარჯვა, ის უკვირთ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა.
ვიდეოს რომ ვაზიარებდი კომენტარებს ჩავყევი და ნეტავ თქვენ თვითონაც დაინტერესდებოდეთ. თქვენივე ოფიციალურ გვერდზეც კი რომ უმრავლესობა იმის მხარესა, ვისი გაშავებაც გინდოდათ. იქნებ ამ გამოხმაურებებით მაინც მიხვდეთ, რომ არ არის კახიშვილი ის პიროვნება, რომელზეც ასეთ იაფფასიან სიუჟეტებს მოამზადებთ. ინდური სერიალის ათას ცხრაას მეშვიდე სერიას რომ ჰგავს: უაზროს, უშინაარსოს.