logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
- +

2 ივლისი. 2016. 15:54



საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 5 ივლისის 06:00 სთ-დან 6 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის'' პერიოდში იკეტება სადგურ  სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.


 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები:


- ერევნიდან 4 ივლისს და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.


 - თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653 თბილისი-ოზურგეთი.


 - თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №852/851 თბილისი-ბათუმი.


 - თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №858/857 თბილისი-ბათუმი.


- თბილისიდან და ოზურგეთიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი.


 - თბილისიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი.


- ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684.


- თბილისიდან 5 ივლისს და ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.


 აღნიშნულ მიმართულებებზე „ფანჯრის'' პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.


 ს/ს „საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner