logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლაა შემოღებული
- +

29 ნოემბერი. 2020. 22:20

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შემოღებულ შეზღუდვებს აფასებს.

 

როგორც ცერცვაძე „იმედის კვირასთან“ საუბრისას ამბობს, ყველა ის შეზღუდვა რაც დაწესდა, სწორი იყო.

 

„ყველა იმ პროცესმა, რომლის დროსაც რეგულაციები ირღვეოდა, ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. სულ ერთია იქნებოდა ეს პოლიტიკური მიტინგი, ქელეხი, ქორწილი, იუბილე თუ სხვა ღონისძიება.

 

რაც შეეხება შეზღუდვების შემოღებას, მოსახლეობას ჰქონდა დაკვეთა, რომ ერთი მხრივ შევამციროთ კოვიდშემთხვევების რაოდენობა, მეორე – გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შემოვიღოთ შეზღუდვები. არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ – ეს შეუძლებელია, ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა და ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner