logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძემ: რას ჰქვია ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად?
- +

29 ნოემბერი. 2020. 22:46

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საკუთარი მკურნალობის და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

 

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არსებულ ვითარებას, შეფერხებებით, მაგრამ უმკლავდება.

 

„რას ჰქვია ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად? ამისთვის რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ ყოფილიყო, იმ სიტუაციაში, როცა საქართველოში რაღაც დღეებში დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მაჩვენებელი ახალი შემთხვევების ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, როგორ გაუმკლავდებოდა ამას?“ – აცხადებს ცერცვაძე.

 

შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 28 ნოემბერს გაწერეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner