logo_geo
eng_logo
სამტრედიაში მომხდარ ავარიას 18 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

30 ნოემბერი. 2020. 00:32

 

 

სამტრედიაში მომხდარ ავარიას 18 წლის ლელა გოგავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გოგონა აბიტურიენტი იყო და მანქანით მასწავლებელთან მიდიოდა. ავარია კულაშის სკოლასთან ახლოს მოსახვევში მოხდა.

 

 

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გოგონამ ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა, ხოლო გვერდით მჯდომი მეორე გოგონა გადარჩა.

 

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner