logo_geo
eng_logo
სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს
- +

30 ნოემბერი. 2020. 10:28

 

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, ­„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დამარცხების შემდგომ, ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტი უნდა წავიდეს და ის ეროვნული შეთანხმების დროებითმა მთავრობამ უნდა შეცვალოს“. ამის შესახებ პრეზიდენტმა მოსკოვში სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

„თუ პოლიტიკოსი ძლიერია, მას შემდგომ შეუძლია, დაბრუნდეს. ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ერის კრიზისიც არის“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ეროვნული შეთანხმების დროებითი მთავრობის შექმნა ამ მდგომარეობაში „ცივილიზებური გამოსავალია“. სომხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, „რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც ასეთი ტრაგედია ხდება, ეს არის ერთადერთი გზა“.

 

არმენ სარქისიანის თქმით, ასეთი მთავრობა მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში – მომავალ არჩევნებამდე უნდა მუშაობდეს. ამ დროის განმავლობაში კი მთავრობამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს და ცვლილებები შეიტანონ კონსტიტუციაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას კრძალავს.

 

9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმების შემდგომ, სომხეთი პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. თანამდებობა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრმა დატოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner