logo_geo
eng_logo
„ისლამური სახელმწიფო“ ბრიტანული და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრება
- +

2 ივლისი. 2016. 16:21



ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელწიფოს" წევრები 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრებიან. ამ ინფორმაციას ბრიტანული „Independent" ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ისლამისტები ლონდონის „ჰითროუს" აეროპორტის, ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრებიან. აღნიშნული ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

 

„დიდ ბრიტანეთში საავიაციო უსაფრთხოება მუდმივი კონტროლის ქვეშაა. რისკების შემცირების მიზნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი ტარიკ აჰმადი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner