logo_geo
eng_logo
ინგლისში ლოკდაუნის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 30%-ით შემცირდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 11:06

 

5 ნოემბრიდან ინგლისში მოქმედი ლოკდაუნის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 30%-ით შემცირდა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასეთია ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევების წინასწარი შედეგები.

 

ექსპერტების თქმით, 18 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ინგლისის 10 000 მოსახლეზე 130 ინფიცირებული მოდიოდა, 13-დან 24 ნოემბრამდე კი ეს რიცხვი 96-მდე შემცირდა.

 

ინგლისის მოსახლეობას სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სერიოზული მიზეზით აქვს, როგორებიცაა სამსახური ან სწავლა. ამასთან, გარეთ გასვლა ღია სივრცეში სავარჯიშოდ, ექიმთან წასასვლელად ან პროდუქტების შესაძენად ნებადართულია.

 

ლოკდაუნის დროს მხოლოდ ის მაღაზიები მუშაობს, რომლებშიც პირველი საჭიროების ნივთები იყიდება, სხვა სავაჭრო ობიექტები და ფუნქციონირებას ონლაინ-სივრცეში განაგრძობენ, ისევე როგორც პაბები და რესტორნები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner