logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის შემადგენლობა დაასახელეს
- +

30 ნოემბერი. 2020. 11:11

 

 

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც მხოლოდ ქალებით არის დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

 

მათ შორის არის ჯენ პსაკი, რომელიც ბარაკ ობამას დროს თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ის პრესმდივანი გახდება.

 

„ამაყი ვარ, დღეს გამოვაცხადო თეთრი სახლის პირველი საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი, რომელიც სრულად ქალებით არის დაკომპლექტებული. ეს კვალიფიციური, გამოცდილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები თავიანთ საქმეს და საერთო ვალდებულებას, გავხადოთ ეს ქვეყანა უკეთესი, მრავალფეროვან პერსპექტივას შესძენენ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

ქეით ბედინგფილდი, რომელიც ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იყო, თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. პილი ტობარი კი თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელის მოადგილე იქნება.

 

სიმონ სანდერსი ვიცე-პრეზიდენტის პრესმდივნისა და უფროსი მრჩეველის თანამდებობას დაიკავებს. კარენ ჟან-პიერი პრესმდივნის მთავარი მოადგილე იქნება. ეშლი ეთიენი ვიცე-პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს.

 

ელიზაბეტ ალექსანდერი კი, რომელიც ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის უფროსი მრჩეველი იყო, აშშ-ის მომავალი პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გახდება.

 

თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდის ამ შვიდი ქალი წევრიდან რამდენიმე ფერადკანიანია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner