პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, საავადმყოფო კოვიდ-ინფიცირებული პაციენტებით გადავსებულია და ახალს ვეღარ იღებენ. პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა კი, მძიმეა.
„ძალიან ძნელია, როცა პაციენტი გირეკავს და გეუბნება, რომ მას შენი თავი სჭირდება, შენ კი ეუბნები, რომ ადგილი არ გაქვს და ვერ მიიღებ. ეს წარმოუდგენელია, თუ ასე გაგრძელდა, ჰუმანურობა დაირღვევა.
დამძიმებული პაციენტები უფრო ბევრი გვყავს, სიმძიმის კრიტერიუმების მიხედვით შედარებაც კი არ შეიძლება წინა პერიოდთან.
შემოდიან მესამე, მეოთხე კოვიდ-სტადიით, ეს ძალიან შორს წასული პროცესია“,- აღნიშნა ლევან რატიანმა.