logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილს დღეს 23:30-ზე საქართველოში ჩამოასვენებენ
- +

2 ივლისი. 2016. 16:23


კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს საფრანგეთიდან დღეს, 23:30 საათზე საქართველოში ჩამოასვენებენ. პანაშვიდი 3, 4 და 5 ივლისს გაიმართება და მას ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.


შეგახსენებთ, რომ სულხან მოლაშვილი პარიზში სამკურნალოდ იმყოფებოდა. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 29 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.


2004 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დაკავებული მოლაშვილი ყოფილ ხელისუფლებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა. 9-წლიანი პატიმრობა მოლაშვილს 2006 წლის მარტში მხოლოდ ერთი წლით შეუმსუბუქეს.


პატიმრის მიერ დასახელებული ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა, რომელმაც სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.


სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ კონტროლის პალატის ექს-თავმჯდომარის საქმის ხელახალი ძიება დაიწყო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner