logo_geo
eng_logo
მარნეულში 6 თვის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა
- +

30 ნოემბერი. 2020. 12:19

 

 

„მარნეულელმა 6 თვის ვაჩე ნადირაძემ კორონავირუსი დაამარცხა“, – ამის შესახებ ბავშვის დედა, ლიკა ცუხიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. მისი თქმით, მცირეწლოვანს ვირუსი მსუბუქ ფირმებში ჰქონდა.

 

„მე მქონდა სიცხე და ბავშვიც გავაკონტროლეთ, აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი, ჩემი მეუღლე საჩხერიდან არის და გადავწყვიტეთ, იქ წაგვეყვანა კლინიკაში, 7 დღე ვიყავით საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს, ბავშვს იოლ ფორმებში ჰქონდა ვირუსი და ამიტომ 7 დღის შემდეგ გამოგვწერეს. სახლში იზოლაციაში ვიმყოფებოდით, ახლა კი ვაჩე სრულიად ჯანმრთელია, მან კოვიდი დაამარცხა“, – ამბობს ლიკა ცუხიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner