logo_geo
eng_logo
მოლებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება
- +

30 ნოემბერი. 2020. 12:28

 

მოლებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება, სადაც მხარეები მოლების მოთხოვნებს განიხილავენ.

 

მედიასააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე აცხადებს, რომ კომუნიკაცია შედგა ბიზნესომბუდსმენთან და მიეცემათ თუ არა მოლებს ახალ წლამდე ერთი კვირის ნაცვლად ორი კვირით მუშაობის უფლება, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

„ვესაუბრეთ ბიზნესომბუდსმენს, დაგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება შეხვედრა სამთავრობო გუნდთან და მოხდება საკითხის განხილვა“, - აღნიშნა ნატა გოგოლაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner