„ახალინფიცირებულ პაციენტებს შორის 63% სიმპტომიანია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე პაციენტების რიცხვი 1038-ია.
„ყველაზე მეტი ამ ინფიცირებულ პაციენტებში, დაახლოებით, 63% სიმპტომიანია, კონტაქტები 251-ია და სამედიცინო პერსონალი გვყავს 155. გამოჯანმრთელების პროცენტი იწევს ზემოთ, 84% გვაქვს უკვე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.