logo_geo
eng_logo
„მრეწველები“ შესაძლოა სხვა პარტიასთან ბლოკში გაერთიანდნენ
- +

2 ივლისი. 2016. 16:24


„მრეწველების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა „მრეწველები" სხვა პარტიასთან ერთ ბლოკში გაერთიანდნენ. მისი თქმით, ივლისის შუა რიცხვებში იქნება პრეზენტაცია, სადაც ყველაფერი გახდება ცნობილი.


„ივლისის შუა რიცხვებში პრეზენტაციას ვგეგმავთ, სადაც ყველაფერი ცნობილი გახდება. შეიძლება, გარკვეული ბლოკიც ჩამოყალიბდეს, თუმცა ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული. არა მხოლოდ სურვილზე და იდეოლოგიაზე, არამედ, ვინ როგორ თავსდება ერთიან ინტერესებში და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციებიც მიმდინარეობს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, მათ დაყენებასაც ვაპირებთ. დამოუკიდებლად თუ გამოვედით, ყველგან დავაყენებთ და თუ არ გამოვედით დამოუკიდებლად, მით უმეტეს, ყველგან დავაყენებთ", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner