logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის არჩევა შეეძლება
- +

30 ნოემბერი. 2020. 13:40

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.

 

მისი თქმით, სახელმწიფომ „კოვაქს“ პლატფორმას თანხის ნაწილი წინასწარ იმ პირობით გადაურიცხა, რომ ქვეყანამ შესაძენი ვაქცინა თავად აირჩიოს.

 

„კოვაქს“ პლატფორმასთან ვაწარმოეთ საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკება იმ მხრივ, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის საშუალება გვექნება. ანუ იმ ვაქცინებს, შორის, რომელსაც ეს პლატფორმა შეისყიდის, იქნება ეს „Astrazeneca“, „Moderna“, „Pfizer“ თუ სხვა, ჩვენ თავად ავირჩევთ, რომელი ვიყიდოთ.

 

აგრეთვე გვქონდა მოლაპარაკება „Astrazeneca“-სთან, რათა მათი ვაქცინის პირდაპირ შესყიდვა შევძლოთ. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner