logo_geo
eng_logo
პენიტენციური ჯანდაცვის ეთიკის კოდექსის სრულყოფისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მუშაობენ
- +

2 ივლისი. 2016. 16:25


საქართველოს პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი ეთიკის კოდექსის განხილვის მიზნით ევროპის საბჭომ   სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა. ეთიკის  კოდექსის პროექტი ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ექსპერტებმა საერთაშორისო ექსპერტის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავეს. აღნიშნული კოდექსი  საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, სტანდარტებსა და ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება,  რომელიც ციხის ჯანდაცვაში ჩართულ სამედიცინო პერსონალისათვის უმნიშვნელოვანესია.  



შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები,  ასევე,  ევროპის საბჭოს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ. აღნიშნული ჯგუფი კოდექსის დახვეწასა და სრულყოფაზე იმუშავებს, რათა ის დასამტკიცებლად და შემდგომი გამოყენებისთვის მოამზადოს.



შეხვედრა  ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II" - ფარგლებში გაიმართა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner