ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 187 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 39 დადებითი პასუხი აღმოჩნდა.
კოჩიევას თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 1 877 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 813 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რეგიონში 15 დეკემბრამდე შეწყვეტილია საშუალო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა.