logo_geo
eng_logo
ბელარუსის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების 313 მონაწილე დააკავა
- +

30 ნოემბერი. 2020. 14:41

 

ბელარუსის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების 313 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ბელარუსის მედია წერს, რომ აქციის მონაწილეების მოძრაობის შეფერხება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში მოხდა.

 

ქვეყნის დედაქალაქ მინსკში დემონსტრანტები ჯგუფებად სხვადასხვა რაიონში შეიკრიბნენ და სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხეს. ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში ათასობით დემონსტრანტმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომა მოითხოვა. ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ გამწვავდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner