თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში „დავითგარეჯის საქმეზე“ დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვასთის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს.
ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ. ადვოკატები ელოდებიან, რომ სასამართლო მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ირკვევა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა, სადაც წერია, რომ რუქები არ ვარგა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ძმამ, ირაკლი უგულავამ ჩაატარა.
როგორც „აიპრესს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, საქმეში ნამდვილად დევს უგულავას მიერ ჩატარებული დასკვნა. თუმცა, ის არა როგორ კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი, არამედ როგორც ფიზიკური პირი ისე აწერს ხელს დასკვნას.
2020 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამრთლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწტვეტილება, არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიების სახედ და „დავითგარეჯის საქმეზე“ დაკავებული კარტოგრაფები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხეში დატოვა.
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
განცხადებაში ნათქვამია: „თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავითგარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავითგარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა.
მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავითგარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს.