logo_geo
eng_logo
მარადონას გარდაცვალებაში დამნაშავე, შესაძლოა, მისი პირადი ექიმი იყოს - საქმეზე გამოძიებაა დაწყებული
- +

30 ნოემბერი. 2020. 15:14

 

 

დიეგო მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე ეჭვმიტანილია პროფესიულ დაუდევრობაში, რამაც ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.

 

როგორც ბრიტანული გაზეთი „მირორი“ არგენტინულ პრესაზე დაყრდნობით წერს, გამომძიებლებმა, რომლებიც მარადონას გარდაცვალების საქმეს იძიებენ, ლუკეს სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს და დოკუმენტები ამოიღეს.

 

ჩხრეკის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მარადონას შვილებმა მისცეს ჩვენება და დასვეს კითხვა – ის მედიკამენტები, რომლებსაც მარადონა იღებდა, რამდენად შეესაბამებოდა ლეგენდის ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეგახსენებთ, რომ სწორედ ლუკეს ხელმძღვანელობით ჩატარდა მარადონას თავის ტვინზე ოპერაცია, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.

 

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner