logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ულტიმატუმების შესრულებას არ აპირებს
- +

30 ნოემბერი. 2020. 16:06

 

 

„მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ, შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

 

„დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება, იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე ჩვენი გუნდიდან და ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. „ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ოპონენტები რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ულტიმატუმების შესრულებას არ აპირებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner