როცა წინამდებარე წერილის მთავარ სათაურს წაიკითხავთ, ნუ იფიქრებთ, რომ მექანიკური შეცდომა მოგვივიდა და „დაპომპილების“ ნაცვლად „დაპეპლილები“ უნდა დაგვეწერა...
კაცმა რომ თქვას, რა დღეშიც ჩვენი ნამუსგარეცხილი და თავტრამპგაერთიანებული „ობოზიციაა“, იმას სწორედ „დაპეპლილი“ ჰქვია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ამ უტიფარი და ტრამპწამოხდილი კონტინგენტისთვის, რომლებმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავი მოიჭრეს, მსგავსი შეურაცხყოფის მიყენება გულში მაინც არ გაგვივლია.
წერილის სათაური „დაპომპილები“ „დაბომბილების“ ერთგვარი ვარიაციაა და იგი პირდაპირ უკავშირდება საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ორდღიან ვიზიტს.
მოგეხსენებათ, პომპეო, ვიდრე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გახდებოდა, მანამდე „ცეერუს“ დირექტორი იყო. აქედან გამომდინარე, პატივცემულმა მაიკმა სულ ზეპირად იცის გიგა ბოკერიათი დაწყებული, ელისტრაკო კილაძით, ტარტანელ ნაკაიძითა და ღრიღოლ ვაშაძით დამთავრებული, ვინ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურთან არის მიერთებული უკანალით და „შპიონობისთვის“ ვის რამდენს ან რით უხდიან. აქედან გამომდინარე, „ცეერუს“ რეგიონალური დონის შიკრიკებთან, რუსული „კაგებეს“ გენერლებთან თუ თურქული სპეცსამსახურების შტატგარეშე ასინეთებთან ბჟუტურს პომპეომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის კენწეროდან მთაწმინდის პლატოს დათვალიერება არჩია. ასე და ამრიგად, ყველამ ვიხილეთ კანცელარიის „კრიშაზე“ ასული პომპეო, რომელსაც გიორგი გახარია თბილისის ხედებს ათვალიერებინებდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერთმა კადრმა – გიორგი და მაიკი მთაწმინდისკენ იშვერდნენ ხელს და ერთმანეთში დიდი ინტერესით საუბრობდნენ.
როგორც ბოროტი ენები ამბობენ, პომპეო ძალიან დაინტერესდა მთაწმინდიდან გამოსაქანებელი პლატოს დანიშნულებით და პრემიერ-მინისტრ გახარიას ამის შესახებ საგანგებოდ ჰკითხა. ჩვენი ინფორმაციით, გახარიას, რომელიც ქართული ზრდილობის, ინტელექტისა და სიდარბაისლის იშვიათი ბუკეტია, პომპეოსთვის მორცხვად მოუხსენებია, რომ მთაწმინდის პლატოს ათვისება ამერიკელ ბიზნესმენებსა და საქმოსნებს უკვე დაასწრეს ტვინმოღრეცილმა ქართველმა სექტანტებმა. კერძოდ, როგორც პრემიერმა ამერიკელ სტუმარს აუხსნა, ზემოხსენებულ პლატოს მთაწმინდიდან გამოსაქანებლად ხშირად იყენებს „ობოზიციად“ წოდებული მთელი ის ჯამახირია, რომელსაც საქართველოდან გაქცეული სააკაშვილი, სააკაშვილის კაგებეშნიკი ბიძა თემურ ალასანია და მათი ადგილობრივი „კასირი“ თუ „სირიკო“ კობა ნაყოფია მეთაურობენ!
მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შეხვედრა და დალაპარაკება არ იკადრა იმ დემორალიზებულ ხალხთან, რომლებიც არჩევნებს აყალბებდნენ, „კასტილებიან“ გამაუპატიურებლებს ხელმძღვანელობდნენ, ქონებებს ართმევდნენ, მიტინგებს არბევდნენ, ერთმანეთში ურცხვად ვაჭრობდნენ, ბაღლინჯოებით სავსე პურს გვაჭმევდნენ, დავითგარეჯს ყიდდნენ, დავით ცინდელიანს, ბუტა რობაქიძესა და როინ შავაძესაც ხვრეტდნენ, სანდრო გირგვლიანს ფინური დანებით აწამებდნენ, წაგებულ ომს ზეიმობდნენ და ხელებშეკრულ ომეხ აფრასიძეს კლავდნენ, რათა მიცვალებულისთვის თითი მოეჭრათ, მერე ამ მოჭრილი თითიდან ბაჯაღლოს „პერსტენი“ წაეძროთ და მკვდარი ასე უღმერთოდ გაეძარცვათ...
მრისხანე, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ამერიკული „ცეერუს“ ყოფილმა დირექტორმა მაიკ პომპეომ, ცხადია, ეს ყველაფერი ზედმიწევნით იცის!
იცის, როგორ ითბობდა 2004 წლის მარტში ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თანამონაწილე გიორგი ბარამიძე სახლში ჩამწვარი ევგენი აფრასიძის ძვლებზე ხელებს და სვან ქალებს ეღლაბუცებოდა – გვშია, კუბდარი გექნებათ და გვაჭამეთო!
იცის, როგორ მოკლა სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია და ბადრი პატარკცაიშვილი, რომლის შტაბშიც ელისტრაკო კილაძე და ვალერი გელბახიანი დესანტად გადასხეს.
იცის პომპეომ, რომ გიგა ბოკერია სინამდვილეში პოლიტიკოსი კი არა, იეღოველთა ქვასროლია „შპიონია“, რომელსაც ცხონებული სულხან მოლაშვილი ხელს ადებდა – მაწამაო! ხოლო მამა ბასილი (მკალავიშვილი) დღემდე ირწმუნება – ციხის ბუნტის დროს ბოკერიამ, სულ მცირე, შვიდი პატიმარი მაინც დახვრიტაო!
პომპეომ ისიც იცის, რომ ამ საშინელი ბრალდებების მიუხედავად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქრონიკული მთქნარება აქვთ ატეხილი და ჯერ არავინ არაფერზე დაუკითხავთ.
მაიკ პომპეოს არც ის გამოეპარებოდა, რომ გიგი უგულავამ, რომელიც ნაცმოძრაობის ყვავილობის დროს ლას-ვეგასში „ნაგვის მანქანების ჩამოსაყვანად წავიდა“, იმ ყბადაღებული 50 მილიონის გარდა, სინამდვილეში ათჯერ და ოცჯერ მეტი მოიპარა! აღარაფერს ვამბობთ ხათუნა გოგორიშვილისა და მიშა მაჭავარიანის მიერ გაყალბებულ უკლებლივ ყველა არჩევნებზე, სააკაშვილის მიერ გადაღებულ პორნოფილმზე, რისთვისაც კიევში კინაღამ დაიჭირეს და დიდ კნეინა ნინო ბურჯანაძეზე, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს დახოცილი და დალეწილი დემონსტრანტები უსინდისოდ გამოიგლოვა და იმ დემონსტრანტების მწამებლებთან და მკვლელებთან კურკურს სასწაულებრივად უმატა...
პომპეო ამ სირცხვილო ხალხს არ გაეკარა და მათგან არც არავინ გაიკარა... ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოდან ისე წავიდა, რომ არჩევნებზე კრინტი არ დაუძრავს, მისი ვიზიტის დროს არაფერი იმის მსგავსი არ თქმულა, რისი მოლოდინიც სააკაშვილის სექტას ჰქონდა – „არიქა, პომპეო ჩამოვა, არჩევნების შედეგებს გაუქმებულად გამოაცხადებს, მიშას ჩამოგვიყვანს და ხელისუფლებას ულტიმატუმს წაუყენებს – ან განმეორებითი არჩევნები, ან არადა – რევოლუციაო!“
პირიქით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააკაშვილის მრევლს განუცხადა – ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და თუ რამის გამოსწორება და შეცვლა გინდათ, პარლამენტში შებრძანდით და იქიდან იბრძოლეთო!
მოკლედ, პომპეო წავიდა და ეს ჩვენი ფარჩაკი „ობოზიცია“ მართლაცდა „დაპომპილი“ დატოვა... ახლა დაბორიალობენ თავლაფდასხმულები და დარეტიანებულები და ერთი სული აქვთ, როდის დურთავენ თავს პარლამენტში...
საქართველოს ტრაგედიაა, რომ ხელისუფლება და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ბანდიტებსა და დამნაშავეებს, რომლებიც სამუდამო კატორღაში უნდა იხდიდნენ სასჯელს, ეხვეწება – „არიქა, თქვენი ჭირიმე, პარლამენტში შებრძანდითო“.
საქართველოს ტრაგედიაა, რომ დონალდ ტრამპი და მაიკ პომპეო ამერიკის შეერთებულ შტატებს 1991 წელს არ ხელმძღვანელობდნენ, თორემ შევარდნაძეებს, კიტოვან-სიგუებს, გურამ მგელაძის მეანაბრეებს, სააკაშვილის ბოკერიებს, ბარამიძეებს, აკია ბარბაქაძეებს, დევი ჭანკოტაძეებს, კიკაბიძეებსა და ვაშაძეებს უსათუოდ გადავრჩებოდით და ჩვენი პატარა სამშობლო შაგრენის ტყავივით არ დაპატარავდებოდა!
ერთი სიტყვით, საქართველოში ვიზიტის დროს პომპეომ მთელი ოპოზიციის თავზეც გაიარა, მაგრამ ეს უსინდისოები ჯერჯერობით არაფერს იმჩნევენ და მშიერი ტურებივით ქუჩაში სხავიან – აქაოდა, ძვალი მაინც გადმოგვიგდეთ და გავჩუმდებითო!
დიტო ჩუბინიძე