logo_geo
eng_logo
„რომას“ ბაზაზე მეორე მსოფლიოს ომის დროს დატოვებული 20 ჭურვი აღმოაჩინეს
- +

30 ნოემბერი. 2020. 16:37

 

 

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 20 ჭურვი აღმოაჩინეს „რომას“ საწვრთნელ ბაზაზე. ამის შესახებ, დედაქალაქური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა. ფოტო, რომლზეც სამხედროებს მიწიდან ამოაქვთ ჭურვები, „ტვიტერზეა“ განთავსებული.

 

„ტრიგორიაში ჩვენ ბაზაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვები აღმოჩნდა. მადლობა იტალიის არმიის განმნაღმველთა ჯგუფს, რომლებმაც წარმატებით შეასრულეს ეს რთული სამუშაო“, – წერია განცხადებაში.

 

როგორც „Football Italia“ იტყობინება, ჭურვები ახალი საწვრთნელი მინდვრების მშენებლობისას აღმოაჩინეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner