NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ის გადაწყვეტილებისა, შეამციროს იქ სამხედრო კონტინგენტი, ალიანსი ავღანეთიდან ჯარების მთლიანად გაყვანას არ აპირებს.
„აშშ ამცირებს ავღანეთში ჯარების ყოფნას. ამასთან, NATO-ს სასწავლო მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ გაგრძელდება წინა კონფიგურაციით. ალიანსის ევროპულმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ავღანეთში კონტინგენტის შენარჩუნება უკვე დაადასტურეს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ავღანეთში დარჩენილი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.