შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხელშეში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს ეწვივნენ, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი და ყვავილები გადასცეს.