logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: თუ პირბადის სწორად ტარების მაჩვენებელი 90 პროცენტს არ ასცილდა, ლოკდაუნის კიდევ უფრო გახანგრძლივება არ აგვცდება
- +

30 ნოემბერი. 2020. 18:32

 

„საქართველოში პირბადის სწორად ტარების მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ეს 90%-ს არ ასცილდა, ჩაკეტვების და ლოკდაუნის კიდევ უფრო გახანგრძლივება არ აგვცდება. ეს კი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

 

„ამიტომ, ყველას ვთხოვ, იგივე, ბიზნესის წარმომადგენლებს, ობიექტების თითქმის 99%-ში, სადაც პირადი საჭიროებისთვის შევსულვარ, დეზობარიერი მშრალი დამხვედრია. საკუთარ ბიზნესში ინფექციის გავრცელება თქვენ უნდა აკონტროლოთ, თორემ შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას ვერ ავცდებით.

 

შეზღუდვები კარგია იმ გაგებით, რომ ინფექციის გავრცელებაზე გავლენას მოვახდენთ, მაგრამ ეკონომიკური გავლენა უზარმაზარია.

 

ვისურვებდი, შეზღუდვები ცოტა ადრე დაგვეწყო, უფრო ეფექტური იქნებოდა. არჩევნების პროცესმა ძალიან შეუშალა ხელი ინფექციის მართვას“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner