logo_geo
eng_logo
ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი: დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, არის მხოლოდ ერთი პირის მიერ შედგენილი
- +

30 ნოემბერი. 2020. 19:14

 

 

„ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, მხოლოდ ერთი პირის შედგენილია, არც შინაარსობრივად, არც ყველა რეკვიზიტით ის ექსპერტიზის დასკვნა არ არის და ვერც იქნება“, - ამის შესახებ  ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ  განაცხადა ადვოკატების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საკითხზე საუბრისას.

 

„ეს დასკვნა ბრალდებულების ადვოკატებმა შეადგინეს, კვაზი ექსპერტიზის დასკვნაა, გიგი უგულავას ძმის, შინაარსობრივად ეს არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რადგანაც ექსპერტიზის დასკვნას აქვს შესაბამისი სტანდარტები. რა მეთოდები იქნა გამოყენებული, რა ლიტერატურა, ეს არ არის მითითებული. ეს შინაარსობრივად უნდა ყოფილიყო კარტოგრაფიული და ბუნებრივია, ამ დარგის სპეციალისტმა უნდა შეასრულოს.

 

ივერი მელაშვილის ადვოკატები ხშირად აცხადებენ, თითქოსდა ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება. რვა ოქტომბრის შემდეგ უამრავი მტკიცებულება მოვიპოვეთ ჩვენ და რვა ოქტომბრის შემდეგ მათ მტკიცებულება არ მოუთხოვიათ. ჩვენ მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე საუბრის დროს, გამოკვლევით ნაწილს საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. არსებობს ობიექტური მოცემულობა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, მტკიცებულებები, თუმცა ამის საპირისპიროდ რასაც საუბრობს დაცვის მხარე, ემსახურება საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და ამ საქმის პოლიტიზების მცდელობას წააგავს“, – განაცხადა პროკურორმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner