დღეს, 24:00 საათზე კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელს სულხან მოლაშვილს თბილისის აეროპორტში ჩამოასვენებენ.
დახვედრის მსურველებს ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ. უფასო ავტობუსები 22:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის" წინ განთავსდება და აეროპორტში წასვლის მსურველებს მოემსახურება.