„გადავხედოთ, რა რთული ვითარებაა ჩვენს რეგიონში და რა პრობლემები გვაქვს – ამას ნორმალური, მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს. ვერ ხედავენ მხოლოდ ისინი, ვისაც ერთი სული აქვს, ქვეყანა აირიოს. ნუთუ ვერ აცნობიერებენ, რომ მათი ოჯახებიც აქ ცხოვრობენ?!“ - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
„როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება, რომ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი არ არის სახარბიელო მდგომარეობა. კორონავირუსამდე საქართველოში ყველაფერი კარგად მიდიოდა, ამიტომ ნუ ავყვებით იმ ხალხის ლაპარაკს, ვისაც ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნება სურს. გადავხედოთ, რა რთული ვითარებაა ჩვენს რეგიონში და რა პრობლემები გვაქვს – ამას ნორმალური, მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს. ვერ ხედავენ მხოლოდ ისინი, ვისაც ერთი სული აქვს, ქვეყანა აირიოს. ნუთუ ვერ აცნობიერებენ, რომ მათი ოჯახებიც აქ ცხოვრობენ?!“ - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.