logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, სიამაყით და სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ISET-ის ბორდის წევრი გავხდი
- +

2 ივლისი. 2016. 18:00



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ISET-ის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოხარულია, რადგან ISET-ის ბორდის წევრი გახდა. მისი თქმით, ეს არის სკოლა, რომელსაც ჰყავს კარგი პროფესორები და აღნიშნა, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.


„მინდა, სიამაყით და სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ISET-ის ბორდის წევრი გავხდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ სკოლის განვითარებას. სკოლის, რომელიც მართლაც პროფესიონალებს უშვებს. ეს არის ძალიან კარგი სკოლა. მას ჰყავს კარგი პროფესორები და ეს ტრადიცია უნდა გაძლიერდეს და გაგრძელდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრებმა მაგისტრებს სერტიფიკატები პირადად გადასცეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ და სტუდენტებს სიტყვით მიმართეს შვედეთისა და ისრაელის ელჩებმა საქართველოში.


ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდე ეკონომიკის მაგისტრის წოდება 34 სტუდენტმა მიიღო.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner