ევრო 2016-ზე რუსეთის ნაკრებმა ნამდვილი ფიასკო განიცადა. პირველ შეხვედრაში, ინგლისთან მოპოვებული ქულის შემდეგ, ჩრდილოელები ჯერ სლოვაკებთან დამარცხდნენ - 1:2, შემდეგ კი უელსთან განადგურდნენ - 0:3.
ევროპის ჩემპიონატზე ამგვარი სამარცხვინო გამოსვლის შემდეგ, 2018 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეები საფრთხეს ხედავენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამჯერად სახლში შერცხვება მათი ეროვნული გუნდი.
სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო მიმართვა გავრცელდა, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ შეკრიბეს გუნდი ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, რომელიც არანაკლებ კარგად თამაშობს, ვიდრე ის მილიონერები, რომლებიც მოედანზე ქვეყნის ღირსებას იცავენ. ვიდეოს ავტორები პროფესიონალ რუს ფეხბურთელებს მოტივაციისა და მონდომების არქონაში ადანაშაულებენ, რაც შემდეგ მათ შედეგებზე აისახება. აღნიშნულის დასამტკიცებლად, მოყვარულთ გუნდი ეროვნულ ნაკრებს დუელში იწვევს.