საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კოვიდ-ინფიცირებული თავდაპირველად მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადება- დიაბეტი ჰქონდა.