logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: პოლიციელის გვამი სჭირდებათ!
- +

30 ნოემბერი. 2020. 23:23

 

 

პოლიციელის გვამი სჭირდებათ!

 

ვიღაც ასლან ვაშაყმაძე, როგორც ირკვევა, ოქრუაშვილის პარტიის წევრი, საჯარო მიმართვას აკეთებს - ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ და მოვკლათო, უნდა შევიწიროთო, რომ დანარჩენებმა ვეღარ გაგვიბედონ ჩვენი გეგმების სისრულეში მოყვანის ხელშეშლაო!

 

რა თქმა უნდა, ეს ვიღაც ვაშაყმაძე სრული პოლიტიკური არარაობაა, მაგრამ საქმე ის არის, რომ იგი მთელი სანაცეთის კოლექტიური გონის გამოხატულებას წარმოადგენს, იმათი ზოგადი მიზნებისა და სურვილების დაკონკრეტებაა, იმათ განწყობებსა და მისწრაფებებს ახმოვანებს.

 

ორი გვამი მჭირდებაო, ხომ ამბობდა ვანო ხერხემალი, ეს ვაშაყმაძე კი იმის ექოა, იმის მინი-ვარიანტი, ხერხემალი ვერა, მაგრამ კუდუსუნი ან საზარდული, რომელიც ერთ გვამს ითხოვს.

 

შესაბამის ორგანოებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რეაქცია სახელმწიფოს კანონიერი წარმომადგენლის ლიკვიდაციის შესახებ საჯარო მოწოდებაზე.

 

კანონმა უნდა იკანონოს და სახელმწიფომ უნდა ისახელმწიფოს!

 

ამათ სისხლი სწყურიათ და გვამები სჭირდებათ, ჩვენ კი გვჭირდება ქვეყანა, სადაც სისხლიან მანიაკებს პოლიტიკური ოპოზიცია არ ერქმევათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner