განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელია იმ ადამიანებისა, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ, თუმცა გამოცდაზე არ გამოცხადდნენ.
„საკმაოდ დაბალი პროცენტია, რომელიც დარეგისტრირებულია და არ მოდის გამოცდაზე. როგორც ჩანს, გეგმები შეეცვალა ამ ხალხს, ან შიშმა თავისი ქნა. სამწუხაროდ, არის დაგვიანებები, ოღონდ ძალიან მცირე. 38 000 ათას აბიტურიენტში 5-6 ადამიანი იყო ბოლო მონაცემებით დაგვიანებული. მთლიანობაში, წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს პროცესი. კომპიუტერების გამოყენებამ ახალი პრობლემა გააჩნია, რომ დენი ქრება ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა ის დრო, რაც იყო შეფერხება, აბიტურიენტებს ემატება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავა აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ისინი ჩააბარებენ და მალე შეხვდება მათ, როგორც სტუდენტებს.
„ყველაფერი კარგად იქნება. ისინი ჩააბარებენ და მალე შევხვდები როგორც სტუდენტებს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.