logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილი ხელს უწყობდა საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას!
- +

1 დეკემბერი. 2020. 01:34

 

 

უშუალოდ ხელფასიანი აგენტი არის თუ არა, ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ მისი მოღვაწეობა რომ რუსეთისთვის ხელსაყრელი მოვლენა იყო, ეს ფაქტია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყავრელიძემ „ასავალ-დასავალს“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

 

სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩამოიყვანეს რუსეთიდან ცხონებული კახა ბენდუქიძე, რომელმაც ნახევარი საქართველო რუსეთს მიჰყიდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს რუსეთთან ომში საქართველო 5 დღეში დაამარცხა – რუსეთს დარჩა ამერიკული შეიარაღება და საქართველოს ტერიტორიების 20 პრცენტი, სააკაშვილის ხელისუფლებამ გადასცა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები. მეტი რაღა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ იფიქრო, რუსეთზე მუშაობს?! უშუალოდ ხელფასიანი აგენტი არის თუ არა, ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ მისი მოღვაწეობა რომ რუსეთისთვის ხელსაყრელი მოვლენა იყო, ეს ფაქტია. სააკაშვილი ხელს უწყობდა საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას!

 

როდესაც ქუჩას ირჩევ და არ არის ის მუხტი, მასშტაბი, რაც რევოლუციას სჭირდება, ყოველთვის ოფიციალური ხელისუფლება რჩება მოგებული. ვინც ხელისუფლებას ერთპარტიულობისთვის უსაყვედურებს, მიმდინარე შეფასებებს დაუდებს წინ. ვერავინ მოსთხოვს პასუხს, ერთპარტიული რატომ ხართო, მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება!

როდესაც უგულავასა და ოქრუაშვილის ციხეში ყოფნას დასავლეთიდან მწარე რეაქცია მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა განაცხადეს, მართალია, ეს გადაწყვეტილება სწორედ არ მიგვაჩნია, მაგრამ დასავლელ პარტნიორებს ანგარიშს ვუწევთ და მათ შეწყალების მექანიზმით ვათავისუფლებთო. ანალოგიური რიტორიკით შეიძლება, ოპოზიციაც შევიდეს პარლამენტში, მაგრამ არ აკეთებს ამას“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner