logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: არ მინდა ისეთი საკანონმდებლო ორგანო, სადაც იქნება ვიღაც გირჩი ჯაფარიძე, რომელიც თავადვე არად დაგიდევთ კანონს
- +

1 დეკემბერი. 2020. 02:57

 

 

არ მინდა ისეთი საკანონმდებლო ორგანო, სადაც იქნება ვიღაც გირჩი ჯაფარიძე, რომელიც თავადვე არად დაგიდევთ კანონს

 

მე არ მინდა ისეთი საკანონმდებლო ორგანო, სადაც იქნება ვიღაც გირჩი ჯაფარიძე, რომელიც თავადვე არად დაგიდევთ კანონს, პატივს არ სცემს და აკნინებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ეკლესიას და იმდენს ბედავს, რომ ახალ "რელიგიასაც" კი იგონებს, არ სცნობს და აბუჩად იგდებს ქართულ ჯარს, ხოლო ახალგაზრდებს მოუწოდებს და ხელს უწყობს, არ ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში, ამასთან, სარგებლობს რა პოლიტიკური პრივილეგიებით, წამსვე ჩნდება იქ, სადაც ირღვევა კანონი და სხვადასხვა მაქინაციებით და ტყუილებით ცდილობს კანონდამრღვევთა "უფლებების" დაცვას, რის მაგალითად ბათუმის ფიტნესცენტრიც იკმარებდა და, რაც მთავარია, ამართლებს ნარკოტიკების მოხმარებას და თვალის დახამხამებაში ჩნდება ნებისმიერი "ნარკოპრიტონის" წინ, რათა სახელმწიფომ არ გაბედოს და არ "დაჩაგროს" ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად გამდიდრებული ღორები...

 

მე არ მინდა ისეთი პარლამენტი და არც ისეთი სახელმწიფო, რომელიც ამდენ უფლებას აძლევს დაუდგენელი ხიდან ჩამოვარდნილ გირჩს...

 

ხომ ყველამ ვიცით, რომ ის მაღალი პროცენტი, რომელიც ამ წარმონაქმნმა აიღო არჩევნებში, სწორედ ზემოხსენებული პრივილეგიებით დაინტერესებულთა ხმებია?!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner